-
2025-10-09 14:38
"ბეღურა" - ასე ჰქვია სიმღერას, რომელიც გელა ბერაძემ მსმენელს შესთავაზა.
სიმღერის პრემიერა რადიო „დარდიმანდის“ ეთერში, ტალღაზე - 97.1 შედგა.
"ამ სიმღერის ჩემებური ვერსია ყოველთვის მინდოდა შემესრულებინა და მიხარია, რომ ჩავწერე ბორია შხიანის ყველასათვის საყვარელი სიმღერა - ბეღურა", - ამბობს გელა ბერაძე.
მომღერალმა, გადაცემაში ისაუბრა იმ სიახლეზე, რომელიც საქართველოში ჯერ არავის გაუკეთებია, - იგი უშვებს ალბომს, სადაც ქალაქური, კლასიკური და ხალხური მუსიკა იქნება გაერთიანებული.ნგამოშვების თარიღი ჯერ ცნობილი არ არის, რადგან როგორც გელა აღნიშნავს, ასეთ ალბომზე მუშაობა დიდ შრომას მოითხოვს.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2017-01-16 19:16
-
2016-11-07 15:15
-
2016-11-07 13:00
-
2016-09-21 14:26