ნანუკა გულუა: „იმას, რაშიც ვიმყოფებით მხარე არ აქვს, რაც ჩვენს თავს ხდება საერთო ჯოჯოხეთია“

Image

მსახიობი და ტელეწამყვანი ნანუკა გულუა საქართველოში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება:

 

 

„დღეს , ჩემი ცხოვრების საჩუქრის, იკუნას დაბადების დღეა… ბუშტიც არ მიყიდია, ტორტზე და სხვა სადღესასწაულო ნივთებზე საუბარიც ზედმეტია, დილამდე არც გამხსენებია…

იმას, რაშიც ვიმყოფებით მხარე არ აქვს, რაც ჩვენს თავს ხდება საერთო ჯოჯოხეთია!

მინდა ვთქვა, რომ ყველა კადრი სადაც ადამიანი ტირის, სტკივა და განიცდის - მანადგურებს!ჩემი მეგობარი მახარას გახეთქილი თავის დანახვა ძალიან მტკივნეული იყო ჩემთვის, გიორგის სიცოცხლე ჩვენი, ყველას ნალოლიავები და ნაფერებია და მისი ხელყოფის უფლებაც არავის აქვს!

ჩემი ბავშვობის მეგობარი გურამი,მე და ჩემს მუცლად მყოფ შვილს, ფიზიკურად, ჯანმრთელობის ფასად გვეტკინა...!

რა გიმტკიცოთ? ის რომ იმედზე ვმუშაობთ, თუმცა ადამიანები ვართ? ვიცი სადაც ვმუშაობ და სულაც არ მრცხვენია ამის !  არც ვინმე მაძალებს რამეს, პირიქით თავისუფალი ვარ და მჯერა და მწამს მხოლოდ  ევროპული მომავლის!

მეც მწყინს თქვენი სასტიკი მესიჯები, რომელსაც ვიღებ, მეც მწყინს ჩემი მეგობრების ლაიქები სტატუსებზე  სადაც მაბულინგებენ, მეც მწყინს ,რომ სადაც უსამართლოდ “მასამართლებენ”- თქვენ დუმხართ,

მეც მწყინს,რომ იმედზე მომუშავეს , ყველას, წარმოუდგენელი ზიზღით ახსენებთ, მეც მწყინს ,რომ

ორსულს იმდენად დაუნდობლად მექცევით რომ, სავალალო შედეგის საშიშროებაც  არ გაღელვებთ - მაგრამ მესმის ! ისეთი ემოციური ფონი გვაქვს ვერ ვსაზღვრავთ რაღაცეებს…

ადამიანები ვდუმვართ ,იმიტომ რომ

გვეშინია თუ მათემატიკური სიზუსტით არ გადავიწერთ თქვენგან აზრს კოლექტიურად დაგვესევით,თუ აზრს ითხოვთ -პატივი ეცით!

მეგობრებო ,დღეს თუ ხვალ ყველაფერი დასრულდება, დავმშვიდდებით,დავწყნარდებით და ვეცადოთ სახე  ისე არ დავკარგოთ ,რომ ერთმანეთს თვალებში ვეღარ შევხედოთ … ღმერთო დაგვიფარე გთხოვ“ - წერს მსახიობი და ტელეწამყვანი ნანუკა გულუა სოციალურ ქსელში.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !