დუეტი „ლეონი“ ახალ პროექტზე მუშაობს. „ლეონის“ სოლისტის, ლევან წვერავას თქმით, ისინი იღებენ ახალ გამოწვევას და ბენდ „სეიშენთან“ ერთად მუშაობენ მუსიკაზე, რომელიც იქნება თანამედროვე, ახალი ჟღერადობის.
ლევან წვერავა:
ჩვენ არ ვჩერდებით არასდროს. ვამბობ, მოუსვენარი ქუთაისელი ვარ-მეთქი და ვამართლებ ამას.ჩემთან ერთად არიან ჩემი ბენდის წარმომადგენლები „ლეონი“ და ბენდი „სეიშენი“, რომლებიც განსხვავებულ ამპლუაში ვაკეთებთ ახალ სიმღერებს, ახალს იმ თვალსაზრისით, რომ იქნება - თანამედროვე, ელექტრონული ჟღერადობის ვერსიები. ეს ჟანრი მე ძალიან მიყვარს და მახსენებს ჯგუფ „სეიშენს“. ვფიქრობ, კარგი ზაფხული გველოდება ჩვენს მსმენელთან ერთად.
ნინისთვის რამდენად კომფორულია ბენდთან ერთად მუშაობა?
ნინი კენჭიაშვილი:
იმდენად კომფორტული და კარგი ბიჭები არიან, რომ შესანიშნავად მიდის მათთან ერთად მუშაობის პროცესი.
ლევან წვერავა:
კომფორტულია იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენი ბენდის ხელმძღვანელია უნიჭიერესი ერეკლე დიდია. მართლაც საინტერესო პროექტს ვამზადებთ. დუეტი „ლეონი“ ქალაქურ ჟანრში აუცილებლად იქნება წარმოდგენილი, თუმცა, ამასთან ერთად ჩვენ ვიღებთ გამოწვევას და შევქმნით თანამედროვე ჟღერადობის მუსიკას „ლეონთან“ და ბენდ „სეიშენთან“ ერთად.