-
2024-05-29 16:12
მომღერალმა თიკა ჯამბურიამ „აფხაზეთის ხმის“ ეთერში, გიორგი ნაზღაიძესთან, გადაცემაში „ინფლუენსერი“ სიახლეებზე ისაუბრა და ექსკლუზურად გადაცემის წამყვანს გაუმხილა, რომ სცენას ბენდთან ერთად უბრუნდება.
თიკა ჯამბურია:
„რაღაც დროის განმავლობაში ძალიან ნაწყენი ვიყავი და ამიტომ უარი ვთქვი სიმღერაზე, ახლა კი, მივხვდი, რომ სიმღერა ძალიან მაგრად მენატრება. სცენა ჩემთვის არის პირველი, მას ვერავინ და ვერაფერი შეცვლის. ვრეპეტიციობ და ვემზადები ჩემი სოლო კონცერტისთვის. ამ ყველაფრის ორგანიზებაში მეხმარება ბიჭოლა, ის ძალიან აქტიურადაა ჩართული სამზადისში. კონცერტი გაიმართება დეკემრის თვეში. ამის შემდეგ კი, მეყოლება ბენდი და ვიმუშავებ ჩემი ძველი სიმღერების ახალ ვერსიებზე და რათქმაუნდა ახალ რეპერტუარზეც. ეს არ იქნება უბრალოდ ბენდი, ეს იქნება კარგი ხარისხიანი პროექტი“.