აბი ხანუქაშვილი ახალ სიმღერაზე მუშაობს.
როგორც მომღერალი „აფხაზეთის ხმასთან“ ამბობს, სიმღერა სიყვარულზეა.
„ვმუშაობ ახალ სიმღერაზე, რომელიც, ჩემი აზრით, მსმენელს ძალიან მოეწონება და ბევრს შეაყვარებს თავს. სიმღერა ნამდვილ სიყვარულზეა, გრძნობაზე, რომელიც ადამიანმა ერთხელ მაინც უნდა გამოსცადოს. ამაზე მნიშვნელოვანი გრძნობა არ არსებობს და ჩვენც მხოლოდ სიყვარული უნდა გავცეთ.
ისევე როგორც, ყველა ჩემი სიმღერის შემთხვევაში, ამჯერადაც, მუსიკისა და ტექსტის ავტორი თავად გახლავართ“,, - ამბობს აბი ხანუქაშვილი.
სიმღერის პრემიერა მალე, რადიო „დარდიმანდის“ ეთერში შედგება და მსმენელი ტალღაზე 97.1 მოისმენს.
აბი ხანუქაშვილი ქართველმა მსმენელმა 2012 წელს მუსიკალურ პროექტ „ვოისიდან“ გაიცნო. იგი, წლების განმავლობაში ასრულებდა ქავერ-ვერსიებს, 2019 წელს კი დაიწყო საკუთარი სიმღერების ჩაწერა და პირველი სიმღერა „პაემანი“ გამოუშვა, რომელიც სოციალურ ქსელებში მალევე გახდა პოპულარული.