
ნუცა ბუზალაძე დღეს, 9 მაისს ევროვიზია 2024-ზე მე-11 ნომრად იმღერებს.
Firefighter – ასე ჰქვია 2024 წლის საქართველოს საკონკურსო სიმღერას, რომელიც დარკო დიმიტროვმა და ადა სატკამ სპეციალურად ნუცასთვის დაწერეს. ნუცა ბუზალაძესთან ერთად ვიდეორგოლში ქართველი და იტალიელი მოცეკვავეები მონაწილეობენ.
რაც შეეხება ხმის მიცემის წესს, ნუცა ამის შესახებ გამომწერებს ვიდეოს სოციალურ ქსელში უზიარებს და წერს:
,,თუ თქვენც გინდათ, რომ საქართველო 7 წლის შემდეგ პირველად გადავიდეს ფინალში ევროვიზიაზე, ეს ინფორმაციაა, თუ როგორ უნდა მომცეთ ხმა.
მაქსიმალურად დააშეარეთ და 9 მაისს ყველამ ვაჩვენოთ მთელ მსოფლიოს რა შეგვიძლია" - წერს ნუცა ბუზალაძე.