
შვედეთის ქალაქ მალმოში დღეს ევროვიზია გაიხსნება. კონკურსის პირველი ნახევარფინალი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
ევროვიზია 2024-ზე საქართელოს წარმომადგენელი ნუცა ბუზალაძე კი ევროვიზიის მეორე ნახევარფინალში, 9 მაისს მე-11 ნომრად იმღერებს.
Firefighter – ასე ჰქვია 2024 წლის საქართველოს საკონკურსო სიმღერას, რომელიც დარკო დიმიტროვმა და ადა სატკამ სპეციალურად ნუცასთვის დაწერეს.
საქართველოსთან ერთად, მეორე ნახევარფინალში იმღერებენ: ავსტრია, მალტა, შვეიცარია, საბერძნეთი, ჩეხეთი, ალბანეთი, დანია, სომხეთი, ისრაელი, ესტონეთი, ნიდერლანდები, ნორვეგია, ლატვია, სან-მარინო და ბელგია.