
ნინო ჩხეიძის საავტორო გადაცემა „სტუმრად ნინოსთან“ რადიო ეთერში დაბრუნდა.
გადაცემის პირველი სტუმარი, სიმღერის პრემიერით იყო ბლოგერი გივიკო დიდია.
წამყვანის კითხვაზე, თუ როდის გამოჩნდა გივიკო პირველად ფართო საზოგადოების წინაშე, ბლოგერი ამბობს, რომ ეს იყო 2018 წელი, როდესაც ბლოგი ბებიასთან ურთიერთობით დაიწყო.
„ვფიქრობ, ადამიანი როგორიც ხარ შინაგანად, სწორედ იმას გადმოსცემ. 2018 წელს აქტიურად დავიწყე ბლოგი ჩემი და ბებიას ურთიერთობით, რომელიც დღემდე ჩემთვის ყველაზე მნიშვენლოვანია. შემდეგ უკვე გადავწყვიტე, ცალკე გივიკო დიდია შემეთავაზებინა მაყურებლისთვის და თუკი მოიწონებდნენ და მიიღებენ ჩემი თვალით დანახულ ჩემს სამყაროს, გავაგძელებდი .... და მართლაც ასე მოხდა. ჩემი მოგზაურობა გურიიდან დავიწყე და მოვიარე საქართველოს სხვადასხვა კუთხე. მიხარია, რომ ადამიანები ამ ყველაფერს ძალიან სწორად იღებენ და მოსწონთ ის, რასაც ჩემი ბლოგის საშუალებით ვთავაზობ“ - ამბობს გივიკო დიდია.
გადაცემის ბოლოს, შედგა სიმღერის „მოგენატრები“ პრემიერა.
როგორც გივიკო ამბობს, სიმღერა „მოგენატრები“ 2018 წელს დაიწერა მისთვის.
„ პაატა ყოლბაია გახლავთ ტექსტისა და მუსიკის ავტორი და ძალიან მადლობელი ვარ მისი. სიმღერამ თავისი გასაკეთებელი გააკეთა ყველა პლათფორმაზე, ის ძალიან უყვართ ადამიანებს“ - ამბობს გივიკო.
შეგახსნებთ, ყველაზე მუსიკალური გადაცემა „სტუმრად ნინოსთან“ რადიო ეთერში გადის ყოველ ოთხშაბათს 18:00 საათზე სიხშირეზე - FM 98. 9 და ასევე, „ფეისბულ-ლაივში“.