-
2023-05-02 16:02
უკრაინელი ვარსკვლავი "LOBODA" 11 მაისს თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზში სოლო კონცერტს გამართავს.
ნიჭიერი მომღერალი და სიმღერების ავტორი, რადიო "აფხაზეთის ხმის" გადაცემაში - ''კვირის პრემიერა" გერმანიიდან ჩაერთო.
ლობოდამ ჩვენთან, ექსკლუზიურ ინტერვიუში, ისაუბრა საქართველოში დაგეგმილი კონცერტის შესახებ.
კონცერტზე წარმოდგენილი იქნება ყველასათვის საყვარელი და ყველაზე პოპულარული ჰიტები, ასევე ახალი კომპოზიციები, რომლებიც აქამდე არასოდეს მოგისმენიათ.
როგორც ის ამბობს, მოხარულია, რომ მალე ქართველ მსმენელს შეხვდება:
,,მე ვგიჟდები საქართველოზე და უზომოდ ბედნიერი ვარ ჩემი დაგეგმილი ვიზიტით, რადგან ვერსად შეხვდები ისეთ თბილ მასპინძლებს, როგორებიც არიან ქართველები და მათ ძალიან დიდი სიურპრიზს ვპირდები ჩემს კონცერტზე".
გადაცემის ბოლოს, მომღერალმა ქართველ მსმენელს დაუტოვა სიმღერა ''ПО-УКРАЇНСЬКИ'' და ასევე, ამ სიმღერაზე გადაღებული ვიდეო კლიპი , რომლის პრემიერაც შედგა რადიო ''აფხაზეთის ხმის'' ეთერში.
გადაცემის ლინკი - https://www.facebook.com/voiceofabkhazia/videos/1217169949002111