გადაცამა "family time" ბუსასთან სულ რაღაც 2 კვირაა რაც რადიო "აფახეზეთის ხმის" სივრცეში გამოჩნდა - გადაცემის წამყავავი, ვერიკო სართანია იგივე "ბუსაა".
გადაცემის მთავარი მიზანი, მის სახელწოდებაშიც სჩანს - ქართველი ცნობილები ოჯახები ბუსასთან ერთად საუბრობენ მათ ოჯახურ ცხოვრებაზე, ყოველდღიურობაზე, ურთიერთობის ფორმებზე და ბევრ სხვა სახალისო თემაზე.
"family time"-ის როგით მეორე სტუმრები იყვნენ, მომღერალი სოფო ბედია და მისი მეუღლე მიშა მესხი.
წამყვანის დავალებით სტუმრებმა ეგრედწოდებული "ოჯახური ტესტი"გაიარეს, სადაც მსმენელსა და მაყურებელს აჩვენეს თუ რეალურად რამდენად კარგად იცნობენ ერთმანეთს.
-მიშა, რომელ ფერს შეადარებდით სოფოს? რასთან ასოცირდება ის თქვენთვის
-სოფო ჩემთვის მწვანეა - მწვანე ბედნიერების, ღიმილისა და პოზიტივის ფერია, სოფოც სწორედ ესეთია
სოფოს თქმით მიშა ბევრი ემოციის მატარებელია, ცვალებადია და სიტუაციების შესაბამისია მისი ემოციებიც.
-მიშა მრავალფეროვანია, ზოგჯერ მწვანეა, ზოგჯერ წითელი, ფერადი ადამიანია, მხიარულია და ძირითადად სულ სიცილ-ხარხარში ვართ ერთმანეთთან.
-სოფო, როგორ და როდის მიხვდით, რომ მიშა შეგიყვარდათ?
-მალევე, დიდი ხანი არ მიფიქრია, თითქოს დანახვისთანავე მივხვდით, რომ ერთად კარგად ვიქნებოდით. მიყვარს მისი ყველაფერი და აგერ უკვე 10 წელია სტაბილურად ერთად და ბედნიერად მოვდივართ.
მიშას თქმით, სოფო არაჩვეულებრივი დედაა, ზედმეტად ყურადღებიანი თუმცა ზომიერი, ცდილობს ბავშვებს შეუქმნას მისი კომფორტის სივრცე და ზედმეტად არ ჩაერიოს მათ ცხოვრებაში.
სოფოც ანალოგიურად ამბობს:
"მიშა თამამად შემიძლია ვთქვა , რომ იდეალური მამაა, ჩართულია ყველა დეტალში რაც შვილის აღზრდისთვის არის საჭირო და აუცილებელი, ვიტყვი, რომ
ჩემს შვილებს ნამდვილად ღირსეული და საამაყო მამა ჰყავთ"
ინტერვიუს ბოლოს სტუმრებმა გადაცემას უამრავი წარმატება და მაღალი რეიტინგი უსურვეს, თქვენ კი დაელოდეთ ყოველ ხუთშაბათს, საღამოს 7 საათს, გადაცემა "family time" ბუსასთან ერთად.