
მშობლებს ხშირად აწუხებთ კითხვა "რა გავაკეთოთ, როცა ბავშვი ცელქობს?!" "როგორ მოვიქცეთ, როცა არ გვიჯერებენ ჩვენი შვილები?!"
ამ და სხვა კიდევ ბევრ აქტუალურ კითხვებზე
"საზოგადოებრივ მაუწყებელზე", "ტელესკოლაში" ფსიქოლოგმა შალვა ამონაშვილმა რამდენიმე რეკომენდაცია მისცა მშობლებს ამ საკითხთან დაკავშირებით.
"სიცელქე ქართულად რომ ვთარგმნოთ, ნიშნავს- მომავლის მშენებლობას. ცელქი ბავშვი მომავალს აშენებს, მომავლის მშენებლობას სწავლობს. აი, შეხედეთ ცელქ ბავშვს, რას აკეთებს?!ვითომ გმირია, ვითომ ხმალი უჭირავს,ვითომ მანქანები აქვს და დარბის ბევრს,ვითომ ცხენზე ზის და დარბის გარშემო. ვითარებას ცვლის, როგორც საკუთარ თავში, ისე გარემოში.
რომელ დედას მოეწონება რომ ბავშვმა მიყაროს რაღაცეები, იხტუნაოს, გადმოხტეს ზემოდან.... არ მოეწონებათ,მაგრამ სწორედ ამ ქცევებში სწავლობენ ბავშვები მომავლის მშენებლობას. ცელქი ბავშვები ლიდერები არიან!
მინდა შევთავაზო უკუღმა აზრი მშობლებს რომ თუ ბავშვი არ ცელქობს, უნდა გააცელქო რომ მასში აზრი გააღვიძო... ცელქი ბავშვი ანგრევს, მაგრამ აშენებს მომავალს. სიცელქე დიდობის გარანტიაა...
როგორ მოვექცეთ ბავშვის ცელქობას? გავღიზიანდეთ? დავუშალოთ ეს სიცელქე? დავუშალოთ- ეს არის ერთი გზა. შეიძლება მამამ ისეთი მკაცრი სიტყვა უთხრას რომ ბავშვი მართლაც დაშინდეს და აღარ გააკეთოს ის, რაც ნერვებს უშლის უფროსებს. დაშინებული ბავშვი გვინდა? გინდათ რომ ჩემი ეშინოდეს, თქვენი ეშინოდეს...ასე ფესვებს უფუჭებთ.
რიგორ მოვექცეთ სიცელქეს?
- ჩავყვეთ სიცელქეში, ვიცელქოთ მასთან ერთად და ამ ცელქობაში შევუცვალოთ მიმართულება. ბავშვის გაზრდის რომელი მეთოდი ჯობს? მე სევიდე მის თამაშში თუ ამ წუთასვე ავკრძალო სიცელქე?!რა საკვირველია რომ ცელქობის დროს რაღაც იმტვრევა, რაღაც ფუჭდება მაგრამ რომ მიეხმარები ამ სიცელქეში და მიმართულებას მისცემ, ის უკვე ჭკვიან სიცელქეში გადადის. დამჯერი შვილები არ უნდა გავზარდოთ... როცა ბავშვი დამჯერია, დედასაც უხარია- ესეიგი მე თავისუფალი ვარ,ვუთხარი და დამიჯერა. რათ გინდათ ასეთი შვილი?არ ინატროთ დამჯერი შვილები, ინატრეთ მოაზროვნე ბავშვები. ხომ გინდათ რომ თქვენმა შვილმა გაჯობოთ თქვენ? დამჯერი ვერ გაჯობებთ. ვისაც შვილი უნდა რომ ჰყავდეს, შეხედოს ცას და სამ რამეს დაპირდეს,
1. იმდენი დრო ექნება, რამდენიც ბავშვს სჭირდება;
2. იმდენი მოთმინება- რამდენიც ბავშვს სჭირდება
და ბოლოს - იმდენი სიყვარული, რამდენიც ბავშვს სჭირდება.