
ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ფრანგი ფოტოგრაფის ერთ-ერთი ფოტო-პროექტის, "ქართველი ქალები, კავკასიის მარგალიტების" ერთ-ერთი ქალი გახდა. ამის სესახებ ფსიქოლოგი სოციალურ ქსელში საკუთარ გვერძე აქვეყნებს პოსტს:
"განსაკუთრებული ამბავი გადამხდა და აღუნიშნავი რომ დავტოვო, ვფიქრობ, ეგ უფრო აროგანტული იქნება, თითქოს არაფერს ნიშნავდეს ჩემთვის, ვიდრე გულწრფელად რომ გამოვხატო, რასაც ვგრძნობ, როგორი პატივია და როგორ მიხარია, რომ ფრანგი ფოტოგრაფის ნატალი ტუფენკჯიანის და პიტერ კლუეს ფოტო-პროექტის "ქართველი ქალები, კავკასიის მარგალიტები" ერთერთი ქალი გავხდი. ნატალიმ რომ დამირეკა და ჩამომითვალა ცოცხალი ქართველი ქალები, ვინც რომელიმე დარგში სიმბოლიზებულ იმიჯად, ზოგი კი სიცოცხლეშივე ლეგენდად იქცა, ნონა გაფრინდაშვილიდან ნინო ანანიაშვილამდე, ნანი ბრეგვაძე, ნინო სუხიშვილი და სხვა უკარატისტესი ქალები და ამ პროექტის ქალად უნდა გადაგიღოო, ჰმმ....ჩემოკარქო... ყავა დავლიოთ და დავიშალოთ, მეუთხარი, მაგრამ აი, ასე მოხდა და რა ვიცი, მადლობა ნატალის და უფალს მადლობა მოუხდება კიდევ ამ ამბავს, აბა სხვა რა ვთქვა. ალბომის გამოცემამდე პორტრეტების გამოფენა ორბელიანის სასახლეში მოეწყო. ფოტოს ორიგინალი არ მაქვს, ფოტოგრაფის საკუთრებაა. ტელეფონით კი გადავიღე, რამდენადაც შევძელი, იმდენად მშვენივრად, კოხტად..."- წერს ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე