"როგორც კი ხატია აეროპორტში დავინახე და კაფეში დავსხედით, მივხვდი, რომ ამ გოგოს გვერდით მინდოდა ცხოვრება"- ვარლამ წიკლაური

Image

 

საინფორმაციო გადაცემა ,,ქრონიკის” წამყვანი, ჟურნალისტი ვარლამ წიკლაური ჟურნალ "სარკესთან" ინტერვიუში თავისი და ხატიას-მისი მეუღლის სიყვარულის ისტორიაზე საუბრობს: 

 

"ჩემი თანამშრომელი თაკო მექვაბიშვილი ბელგიაში იყო გადაღებაზე, სადაც გაიცნო ხატია და მისი ოჯახი. ისინი 23 წელია წასულები არიან ბელგიაში და უკვე კარგად არიან ფეხმოკიდებული. თავიანთი პატარა სასტუმრო და კაფეც აქვთ. როდესაც ჩემი მეგობარი დაბრუნდა, რატომღაც მითხრა, ბელგიაში ისეთი გოგო ვიპოვე, რომელიც ზუსტად საშენოაო…

სამი თვის შემდეგ საბერძნეთში მომიწა მივლინებით წასვლა და გზაში შევეხმიანე ხატიას. აქედან დაიწყო ჩვენი ურთიერთობა. ჩვენი პირველი კონტაქტიდან სამ თვეში ხატია საქართველოში ჩამოვიდა. როგორც კი აეროპორტში დავინახე და კაფეში დავსხედით, მივხვდი, რომ ამ გოგოს გვერდით მინდოდა ცხოვრება. გარკვეული პერიოდი დავდიოდით მე ბელგიაში და ის თბილისში.

ხელის თხოვნა ორიგინალური გამოვიდა. მესაზღვრის ფორმა ჩავიცვი, ისე ჩავაწყვე, რეისი როცა დაჯდებოდა, ხატია ჩემს საკონტროლო-გამშვებ ჯიხურთან მოხვედრილიყო. პირბადით ვერ მიცნო თავიდან და პასპორტში ბეჭდის ჩარტყმის შემდეგ ხელზეც გავუკეთე ბეჭედი."- ამბობს ჟურნალისტი.

 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !