"ხშირად მესმის ქართველი თუ გიღალატებს, ქართველი თუ მოგპარავს, ქართველი მოგატყუებს, გაგწირავს, უვარგისები...ვისმენ და მიკვირს, მწყინს, ძალიან მტკივა გული"- ზურაბ შევარდნაძე

Image

„გარდენიას“ დირექტორმა ზურაბ შევარდნაძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა ქართველობასთან და ბოლო დროს ქართველებისადმი მოხშირებულ კრიტიკასთან დაკავშირებით.

"ხშირად მესმის განსაკუთრებით ბოლო დროს:


ქართველი თუ გიღალატებს, ქართველი თუ მოგპარავს, ქართველი მოგატყუებს, გაგწირავს, უვარგისები, უცოდინრები, ცუდები, ცუდები ცუდები...
ვისმენ და მიკვირს, მწყინს, ძალიან მტკივა გული.
განა შეიძლება ადამინმა თავის თავზე ამისთანები ილაპარაკოს? საშინლად არ ვეთანხმები და უფრო მეტიც ვბრაზდები.
ხომ არ ჯობია ასეთების ძახილს ცოტა მეტი მოვინდომოთ, მეტი ვიშრომოთ, მეტი პასუხისმგებლობა ავიღოთ, ყველაფერი ვაკეთოთ რაც შეგვიძლია და ჩვენზეა დამოკიდებული, რაც არ შეგვიძლია იმას ისედაც როგორ გავაკეთებთ.
გავილამაზოთ ჩვენს ირგვლივ გარემო, დავალაგოთ ჩვენი სადარბაზო, ეზო, ტროტუარი, მოვაწესრიგოთ ირგვლივ რასაც გავწვდებით, არ ამოვავსოთ ხევები ნაგვით. (ამასაც ფული ხომ არ უნდა)
ეგებ ამის შემდეგ ცოტა დაღლილებს უფრო მოგვეწონოს საკუთარი თავი და ჩვენი პატარა, დაჩაგრული, უბედო ქვეყანა. ეგებ უფრო მოვლილ დალაგებულს და ამის მკეთებლებს უფრო პატივისცემით მოგვებყროს, თუ შინაური თუ გარეული.
არ შეიძლება ჩურჩხელისთვის ბადაგი კასრებით გერმანიიდან ჩამოჰქონდეს ჩურჩხელის მკეთებელ კომპანიას და კაკალი უკრაინიდან, ბოშების შეგროვებული გზისპირებზე, ეს სასირცხვილოა, მეტად უნდა გავინძრეთ და არ ვივიშვიშოთ. არ შეიძლება ჩვენი საკმარისი პური, ჭადი, კაკალი, ბადრიჯანი, პამიდორი, მწვანილი, ზეთი, ხილი ჩვენ თითონ ვერ მოგვყავდეს და თურქეთიდან ჩამოგვქონდეს, ესეც სასირცხვილოა, ერთმანეთის ლანძღვა არ შველის, შრომაა საჭირო, ბევრი შრომა.
არ ვცდები მგონია, ნეტა ვცდებოდე და მე ვიყო მტყუანი...."- წერს ზურაბ შევარდნაძე სოციალურ ქსელში

 
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !