
თემურ თათარაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც იგი ამბობს რომ „ოცნების“ მხარდაჭერის გამო, წლებია, ბულინგის მსხვერპლია და გადაწყვიტა, პოლიტიკური კუთხით
„ფეისბუქზე“ აქტიურობა დაასრულოს.
„ბევრი ვიფიქრე მეგობრებო და მინდა მოგახსენოთ, უკვე წლებია, ჩემი „ოცნების“ მხარდაჭერის გამო ვარ თავდასხმის და შეურაცხყოფის ობიექტი, მსხვერპლი.
ხან ვაზელინს, მეძახიან ხან მონას…
უკვე მართალი გითხრათ, მომბეზრდა ეს ყველაფერი ავიტანო გაუნათლებელი და გაბოროტებული ხალხისგან.
არც იმის მტკიცებას დავიწყებ, რომ არანაირი გამორჩენა არ მაქვს არავისგან, მეტსაც გეტყვით, ყველას რომ ჰგონია, მე ივანიშვილი მანებივრებს და განსაკუთრებულ პირობებში ვარ – ერთი სიგარეტის კოლოფიც კი არ მახსოვს მისგან.
ასე რომ, დაიოკეთ ნერვები.
ხოლო ის ხალხი, რომელიც დუმს ან შუაშიტს თამაშობს, ან კიდევ ღიად აფიქსირებენ ჩემგან განსხვავებულ აზრს, ისინი მიიწევენ მაღლა.
მოკლედ, დავასრულებ აქტიურობას, ოღონდ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე „ოცნების“ მხარდამჭერი აღარ ვარ, ან ივანიშვილის მაგინებელი გავხდები როდესმე.
უბრალოდ, დავასრულე ჩემი აქტიურობა აქ წერა-კითხვით, ვისაც უყვარდი, ალბათ, დღესაც ვუყვარვარ და ვისაც არა სულ კარგად იყვნენ!“-წერს მომღერალი თემურ თათარაშვილი