
ბრძოლის და მტერზე გამარჯვების სიმბოლო - ცეკვა ხორუმი ერთერთია იმ ცეკვებს შორის, რომელიც
ანსამბლმა კონცერტზე უკრაინის მხარდასაჭერად შეასრულა.
რამდენიმე დღის წინ სუხიშვილებმა უკრაინის ერთერთი უნივერსიტეტის მხარდასაჭერად თბილისის საკონცერტო დარბაზში კონცერტი გამართეს.
საქველმოქმედო კონცერტზე სუხიშვილები მაყურებლის წინაშე ძველი და ხალი ცეკვებით წარსდგნენ.
კონცერტი გაიმართა "ივანე ფრანკოვსკი სტეფანიუკის" უნივერსიტეტის დასახმარებლად, რომელიც რუსულმა აგრესიამ მიწასთან გაასწორა.
ომის დაწყებიდან დღემდე, ქართულმა ნაციონალურმა ბალეტმა ათამდე საქველმოქმედი კონცერტი ჩაატარა უკრაინელი ხალხის დასახმარებლად.
სუხიშვილები წლების განმავლობაში ყოველწლიურად უკრაინის თითქმის ყველა ქალქში მართავდნენ კონცერტებს.
"უამრავი მეგობარი გაგვიჩნდა ამ წლების განმავლობაში. რათქმაუნდა ყველასთან გვაქვს ჩვენ კონტაქტი. დიდი იმედი და სურვილი მაქვს რომ ეს ომი მალე დასრულდება"- ამბობს ნინო სუხიშვილი ერთერთ გადაცემაში უკრაინაზე საუბრისას.
ქართულმა ნაციონალურმა ბალეტმა კონცერტიდან შემოსული თანხა მთლიანად გადარიცხა იმ ქალაქის სდასახმარებლად, რომელზეც ამ წუთებშიც გრძელდება რუსეთის აგრესია და სარაკეტო დარტყმები.