
ისტორიაში პირველად, მეცნიერებმა ტრანსგენდერი კაცების საკვერცხეებიდან ამოღებული კვერცხუჯრედები ლაბორატორიულ პირობებში, ორგანიზმის გარეთ მოამწიფეს.
რაც ნიშნავსიმას რომ ამ გზით მათ შვილების ყოლის შესაძლებლობა ტესტოსტერონის მრავალწლიანი ჰორმონალური თერაპიის გავლის შემდეგაც ექნებათ.
სპეციალისტთა ახალი მიღწევით ამ ყველაფრის თავიდან აცილებაა შესაძლებელი. მათ ეს მეთოდი ქალებზე გარკვეული წარმატებით უკვე გამოცადეს, თუმცა სანამ კვლევას ტრანსგენდერ კაცებზე ჩაატარებდნენ, შეისწავლეს, რა გავლენას ახდენს ჰორმონალური თერაპია საკვერცხეებზე. დონაციის გზით მოპოვებული ნიმუშების ანალიზის შედეგად, დადგინდა, რომ ამ საკვერცხეებში მეტი კოლაგენი და ნაკლები ელასტინი იყო, რაც ქსოვილს უფრო მტკიცეს ხდის. ამან შესაძლოა, ფოლიკულების ზრდასა და გასანაყოფიერებლად მომზადებული კვერცხუჯრედების გამოყოფას ხელი შეუშალოს.
განაყოფიერების ექსპერიმენტების ჩატარება წელს ჯერ ცხოველებში იგეგმება, რის შემდეგაც ახალ მეთოდს ადამიანებზეც გამოცდიან. ეს შეიძლება რეპროდუქციაში ახალგაზრდა ონკოლოგიურ პაციენტებსა და ჩასახვის პრობლემების მქონე ქალებსაც დაეხმაროს.
წყარო: On.ge