„უცნაური შეგრძნებაა, აბიტურიენტის მამა რომ ვარ" - ნოე სულაბერიძე

Image

დადგა ზაფხული და იწყება ეროვნული გამოცდების ვნებათაღელვა. წელს ნოე სულაბერიძეც აბიტურიენტის მშობელია, მისი შვილი საშკა მისაღები გამოცდებისთვის ემზადება. როგორც ყველა, ბუნებრივია ნოეც ღელავს და ამ საკითხს სოციალური ქსელით ეხმაურება.


„თითქოს გუშინ იყო, მისაღებ გამოცდებზე დაძაბული რომ ვიჯექი უნივერსიტეტის დიდ ბიბლიოთეკაში, ფურცლებით და კალმით ხელში, ახლა კი უცნაური შეგრძნებაა, აბიტურიენტის მამა რომ ვარ და იგივენაირად ვნერვიულობ.
თუ ამ ქვეყანას ნათელი მომავალი უწერია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განათლების დონე იქნება მაღალი. საამისოდ, ყველა აბიტურიენტს მინდა წარმატება ვუსურვო ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპზე, რომელიც

 

ამავდროულად ყველაზე ლამაზი, უნიკალური და დაუვიწყარია. ყველანაირი გამოცდილებით შემიძლია გისურვოთ შემდეგი:

  1. ბევრი იარეთ ფეხით, ან ირბინეთ, ამ დროს ყოველთვის სწორ გადაწყვეტილებებს იპოვით.
  2. რაც შეიძლება ხშირად ხმამაღლა გააჟღერეთ ახალი აზრები, ახალი იდეები, ასეთ დროს, მალევე იპოვით თანამოაზრეს, თქვენივე წამოწყების პოტენციურ თანამონაწილეს.
  3. შეამცირეთ, აარიდეთ კონტაქტი ადამიანებთან, რომლებსაც თქვენს ცხოვრებაში შემოაქვთ ფორიაქი და ნეგატივი. ასეთი ადამიანების ენერგეტიკული ველი თქვენზე ყოველთვის უარყოფითად იმოქმედებს.
  4. იკითხეთ წიგნები, ბევრი იკითხეთ. არა იმიტომ, რომ ამას ხშირად ისმენთ, არამედ იმიტომ, რომ არ არსებობს უკეთესი მოგზაურობა დროსა და სივრცეში, ვიდრე კითხვაა. არ არსებობს მეტი სიმდიდრე, ვიდრე თითოეული საინტერესოდ წაკითხული წიგნი.
  5. არასდროს შეეშვათ სპორტს და ვარჯიშს, ყველაზე მძიმე მომენტებშიც კი. ფიზიკური სიძლიერე შედარებით მარტივად გადაგატანინებთ ყველანაირ დაბრკოლებას.
  6. ხშირად უთხარით თქვენს ოჯახის წევრებს, მეგობრებს და ზოგადად თქვენთვის ახლობელ ადამიანებს, ყველას ვინც თქვენთვის ძვირფასია, რომ გიყვართ ისინი. გაცემული დადებითი აურა აუცილებლად კიდევ უფრო უკეთესად დაგიბრუნდებათ.
  7. არასდროს შეწყვიტოთ ოცნება, მათ შორის ყველაზე მიუწვდომელ მოვლენაზეც კი. დაუღალავი ფიქრით და ასეთივე მიზანდასახულობით აუცილებლად აიხდენთ ყველაფერს.
  8. და ბოლოს: არ დაგავიწყდეთ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი, თუმცა სამწუხაროდ იშვიათი თვისება ადამიანებში მადლიერებაა. არასდროს გამოგრჩეთ მადლობის თქმა, თუნდაც უმნიშვნელო მოვლენაზეც კი. წარმატებები” - წერს ნოე სოციალურ ქსელში. 
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !