-
2020-04-14 10:53
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საავადმყოფოს დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებული 6 ახალი პაციენტი დაემატა. როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მათგან 5 ე.წ.ქობულეთის კლასტერიდანაა, ხოლო ერთის წყარო უცნობია.
“24 საათში დაგვემატა 30 დადასტურებული შემთხვევა და დღეს დილისთვის 296 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან ქვეყნის მასშტაბით 68 გამოჯანმრთელებულია. ამ 296-დან 84 პაციენტი ჩვენია და მათგან 45 ჩვენი გამოჯანმრთელებულია, ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში 228 პაციენტი მკურნალობს. ჩვენთან გუშინ დღე-ღამის განმავლობაში 6 ახალი პაციენტი დაგვემატა, ე.წ.ქობულეთის კლასტერიდან შემოვიდა 5 პაციენტი, რომელთაგან 4 მოზარდია, მათი მდგომარეობა ჯერჯერობით, დამაკმაყოფილებელია და იმედი გვაქვს, რომ ასე გაგრძელდება და კიდევ ერთი შემოგვემატა სხვა კლასტერიდან. ორი კლასტერი შემოგვემატა, ერთი ქობულეთი და მეორეს წყარო ჩემთვის უცნობია”, - განაცხადა ეზუგბაიამ.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2017-04-23 01:31
-
2017-04-23 01:19
-
2017-03-23 16:40
-
2017-03-09 14:43