
ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, კლინიკაში დღეს კორონავირუსის ინფექციის მქონე 5 ახალი პაციენტი დაემატა. მისივე ინფორმაციით, კლინიკაში ამ ეტაპზე კორონავირუსით ინფიცირებული 21 პაციენტი მკურნალობს, რომელთა შორის 8 არასრულწლოვანია. გარდა ამისა, მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, კლინიკაში მყოფ 13 წლამდე მოზარდს გამოჯანმრთელება დაუდასტურდა და დღეს გაეწერება.
„კლინიკაში სულ 54 პაციენტი მკურნალობს, მათგან 21 არის კოვიდ19-ით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევა. დამატებულია 5 პაციენტი. 21 პაციენტიდან 8 პაციენტია 18 წლამდე ასაკის. მათგან ერთს უკვე გამოჯანმრთელება დაუდასტურდა და 13 წლის მოზარდი გაეწერება. დადასტურებული პაციენტებიდან 5 პაციენტი საყურადღებოა. დანარჩენები აგრძელებენ მკურნალობას," - განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, დღეს კვლევა კიდევ 10 პაციენტს ჩაუტარდება.