
თურქეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით, ე.წ კომენდანტის საათი ყოველ დასვენების დღებში დაწესდება, რაც კოვიდინფექციის გავრცელების საწინააღმდეგო ზომებს უკავშირდება. ამასთან დაკავშირებით განცხადება ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიპ ერდოღანმა გააკეთა.
„მივიღეთ გადაწყვეტილება, კვლავ დავაწესოთ აკრძალვა სახლიდან გასვლაზე დასვენების დღეებში“ , - განაცხადა ერდოღანმა.
მისი თქმით, დასვენების დღეებში კომენდანტის საათი იმოქმედებს მანამდე, ვიდრე ამის საჭიროება აღარ იარსებებს.
პრეზიდენტის თქმით, გარდა ამისა, მიღებული იქნება დამატებითი ზომები, რათა არ დაუშვან ადამიანთა მასობრივი თავშეყრა ქუჩებში.