
საჩხერის სამედიცინო ცენტრში ინფიცირებული ექიმი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა. კლინიკის ინფექციონისტს განმეორებითი ანალიზი ორჯერ აუღეს და პასუხი უარყოფითია.
დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს ინფორმაციით, პასუხი ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.
საჩხერის სამედიცინო ცენტრის ინფექციონისტი, სავარაუდოდ, პაციენტისგან დაინფიცირდა. შემთხვევის გამო, ცენტრში იზოლაცია გამოცხადდა, 150-მა ექიმმა შემოწმება გაიარა და კორონავირუსი არც ერთს დაუდასტურდა. პაციენტი საჩხერის მერის მეუღლეა, მერს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა.
საჩხერეში ჯამში, ექვსი პაციენტი გამოჯანმრთელდა.