კლინიკა „მედისონი" დროებით დაიკეტა-გულის ქრონიკული უკმარისობით მოთავსებულ პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

Image

კლინიკა „მედისონი" დროებით დაიკეტა-გულის ქრონიკული უკმარისობით მოთავსებულ პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა.

 

„ჩვენთან შემოვიდა პაციენტი, 72 წლის ქალი, 6 აპრილს, გულის ქრონიკული უკმარისობით, ფილტვებში შეგუბებით, მუცლის ღრუში შესაბამისად სითხით, ჰიდროთორაქსით, ტკივილით და ა.შ. სუნთქვის უკმარისობით, რაც ახასიათებს გულის ქრონიკულ უკმარისობას და მის გამწვავებას.

ჩატარდა შესაბამისად პროტოკოლის მიხედვით კარდიალურად, რა თქმა უნდა, ყველაფერი. არ ჰქონდა ცხელება და ჰქონდა მკაფიოდ გამოხატული თავის ძირითადი დაავადება, ეს არის ასევე შაქრიანი დიაბეტი, გარდა კარდიალურისა. სამწუხაროდ, დიაბეტის გამო აქვს სიბრმავე.

ბუნებრივია ქალი იყო სარეანიმაციო. გაიარა ტრიაჟი. ვინაიდან არ ჰქონდა არანაირი კონტაქტი კოვიდინფიცირებულთან, დაავადების კონტროლის ცენტრიდანაც არ ჰქონდა არანაირი შეტყობინება, რომ ვინმეს მის გარშემო ჰქონდა კოვიდინფექცია, სწრაფი ტესტით იყო ნეგატიური. ამიტომ მოთავსდა რეანიმაციაში.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ის იმ ტრიაჟის დარბაზიდან გადავიდოდა ინფექციურში. ბუნებრივია, მოთავსდა ძირითადი დაავადებით და წავიდა კარდიალური და თანმხლები პათოლოგიების მკურნალობა.

მის მეუღლეს დაუდგინდა „კოვიდ 19“ და ეს როგორც კონტაქტი, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა პროტოკოლის მიხედვით გამოიკვლია. კონტაქტი რომ მოიძია, სახლში არ დახვდათ, დახვდათ კლინიკაში გადაყვანილი. ვინაიდან ის დაავადების ცენტრმა გამოიკვლია, როგორც კონტაქტი, გამოიკვლია არა სწრაფი ტესტით, არამედ გამოიკვლია „პისიარ“ მეთოდით ანუ ძირითადი, ოქროს სტანდარტით.

მინდა გითხრათ, რომ ტესტის სპეციფიურობა და სენსისტიურობა, ანუ მგრძნობელობა და ფასეულობა არ არის 100%-იანი სწრაფი ტესტით. შესაბამისად, არის შემთხვევები, როდესაც სწრაფი ტესტით ნეგატიურია, მაგრამ „პისიარით“, ანუ ოქროს სტანდარტით არის დადებითი. სწორედ ეს მოხდა. ჩვენ სწრაფი ტესტით გვქონდა ნეგატიური. დღეს მოვიდა ლუგარიდან პასუხი დადებითი

ქალის მეუღლეს ორივე ქვემო კიდური აქვს ამპუტირებული, ის იყო სახლში, არ ვიცი ვინ შეუტანა და დააინფიცირა ეს ადამიანი. დაავადებათა კონტროლის ცენტრისგან ველოდებით პასუხს, ვისგან შეიძლება იყოს ინფიცირებული“, - განაცხადა ჰოსპიტალის სტრატეგიულმა ხელმძღვანელმა ეკა სანიკიძემ.

 

კლინიკის ადმინისტრაციამ იმ ადამიანების სია შეადგინა, ვისაც პაციენტთან ჰქონდა კონტაქტი.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?