ბორის ჯონსონი საავადმყოფოდან გაწერეს.
ჯონსონს კორონავირუსი 27 მარტს დაუდგინეს. მას შემდეგ პრემიერი თვითიზოლაციაში იმყოფება და მუშაობას სახლიდან აგრძლებდა, თუმცა 6 აპრილს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ, პრემიერი საავადმყოფოში, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს.
55 წლის ჯონსონი მუშაობას ამ ეტაპზე არ დაუბრუნდება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.