
ვერ წარმომედგინა, რომ ქართველი ხალხი ასე მშვიდად და ვაჟკაცურად შეხვდებოდა ამ განსაცდელს-ილია მეორე -ამის შესახებ სამების საკათედრო ტაძარში ბზობის დღესასწაულისადმი დაკავშირებით აღვლენილი საღმრთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ განაცხადა.
„მე ვერ წარმომედგინა, რომ ქართველი ხალხი ასე მშვიდად და ვაჟკაცურად შეხვდებოდა ამ განსაცდელს. დიდება უფალს და მადლობა უფალს. ღმერთი გვაძლევს ჩვენ ძალას. ბზობა დიდებული დღესასწაულია და მე ვიტყოდი, რომ ეს არის ადამიანის გამოცდა, განწმენდა. როცა ჩვენ ვხვდებით ასეთ განსაცდელებს, როგორიც ახლა არის, უნდა გვახსოვდეს, რომ თუ ამას მადლიერებით მივიღებთ, უფალი ძალას მოგვცემს, რომ გადავიტანოთ ეს განსაცდელი. ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ განსაცდელის შემდეგ სიხარული მოდის. ღმერთი მოწყალეა და მოგვცემს ჩვენ სიხარულს და ძალას, რომ ავიტანოთ ეს განსაცდელი. ეს არის ჩვენი განწმენდა, მაგრად იდექით. უცხოეთში ამბობენ, რომ ქართველმა ხალხმა ვაჟკაცურად მიიღო ეს განსაცდელი. სხვების თქმა არ გვჭირდება, ჩვენ თვითონ ვიცით, რომ ქართველი ადამიანი სულით ძლიერია“, - ბრძანა პატრიარქმა.