
ხანდაზმულ ადამიანებს შესაძლოა იზოლაციაში ყოფნა მომავალ წლამდე მოუწიოთ - ამის შესახებ გამოცემა Bild am Sonntag-თან ინტერვიუში ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
„მე ვიცი, რომ იზოლაციაში ყოფნა ძალიან რთულია, მაგრამ ეს სიცოცხლისა და სიკვდილის საკითხია. დისციპლინა და მოთმინება უნდა გამოვიჩინოთ. ბავშვები და ახალგაზრდები ჩვეულ რიტმს უფრო მალე დაუბრუნდებიან, ვიდრე ხანდაზმულები და ქრონიკული ავადმყოფები“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.