
ამერიკელმა მსახიობმა მეთიუ მაკკონაჰიმ და მისმა ცოლმა კამილა ალვეს მაკკონაჰიმ პოლიციელებს და მეხანძრეებს პირბადეები გადასცეს
გამოცემის ინფორმაციით, წყვილი კორონავირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე მყოფების დახმარებას საქველმოქმედო ფონდ BStrong-თან ერთად ცდილობს. პირველ ეტაპზე პირბადეები ქალაქ ოსტინში დარიგდა, შემდეგ კი დახმარებას ახალი ორლეანში მიღებენ.