
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის მესამე შემთხვევა დადასტურდა.
ინფორმაციას ამის შესახებ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ ე.წ. ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ახალი შემთხვევა გაგრაში დაფიქსირებულ წინა 2 შემთხვევასთანაა კავშირში. ინფიცირებული მამაკაცი 1925 წელსაა დაბადებული და მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმის დონეზე ფასდება.