-
2020-04-11 16:46
„კორონავირუსზე დაწესებული შეზღუდვების დროზე ადრე გაუქმება, მთელი მსოფლიოს მასშტაბით სიკვდილიანობის მატებას გამოიწვევს“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა.
მისი განცხადებით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია, მთავრობებთან ერთად ვირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შესარბილებლად მუშაობდა, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ეს დროზე ადრე არ მოხდეს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.