-
2020-04-11 14:44
ცხოველიდან ადამიანზე კორონავირუსის გადადების ფაქტი არ დადასტურებულა.
- ამის შესახებ თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს უფროსმა, ვახტანგ ლომჯარიას განცხადა.
"აქამდე არ დადასტურებულა ცხოველიდან ადამიანზე კორონავირუსის გადადების ფაქტი, მაგრამ დადასტურებულა პირიქით, ადამიანიდან ცხოველზე გადადების ფაქტი, შესაბამმისად აჟიოტაჟია ატეხილი იმასთან დაკავშირებით, რომ ხდება ცხოველების სახლიდან გამოგდება, თუმცა სტატისტიკა, რომელსაც ჩვენ ვფლობთ, ამის საწინააღმდეგოზე მეტყველებს. გასული წლის პირველ კვარტალთან შედარებით, პირიქით, შემცირებულია დაკარგული ცხოველის სტატუსით შემოსულთა რაოდენობა, დაახლოებით 17%-ით. ის ფაქტი, რომ ადამიანები ქუჩაში უფრო ნაკლები არიან ვიდრე ადრე იყვნენ და ძაღლები იგივე რაოდენობით, გარკვეულწილად ქმნის ილუზიას, რომ ძაღლები უფრო მეტია, მაგრამ სინამდვილეში, დაახლოებით იგივე რაოდენობაა“, - განაცხადა ლომჯარიამ.
მისი თქმით, თბილისში ქუჩის ძაღლებს საკვებთან პრობლემა არ აქვთ.