
რუსეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 1667 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, საერთო რაოდენობამ კი 13 584-ს მიაღწია.
ბოლო მონაცემებით, დღემდე ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული 1045 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 106 კი გარდაიცვალა. ინფიცირების შემთხვევები რუსეთის 82 რეგიონშია დაფიქსირებული.