
კომპანია Gilead-ის წამლის მიღების შემდეგ კორონავირუსით ინფიცირებული კრიტიკული პაციენტების 2/3-ის მდგომარეობა გაუმჯობესდა-წერს New England Journal of Medicine.
გამოცემის ინფორმაციით, ექსპერიმენტული პრეპარატის „რემდესივირის“ 10-დღიანი კურსი 61 პაციენტს ჩაუტარდა აშშ-ში, ევროპაში, კანადასა და იაპონიაში. სტატიის ავტორი შედეგს „დამაიმედებელს“ უწოდებს, თუმცა სიფრთხილის გამოჩენა აუცილებელია, რადგან წამალი დაავადებულთა მცირე ჯგუფზე გამოიცადა და საკონტროლო ჯგუფის შედეგებიც არ არსებობს.
30 პაციენტს სუნთქვა ვენტილაციის დახმარებით უწევდა, მკურნალობის კურსის შემდეგ ნახევარი დამოუკიდებლად სუნთქავდა. 25 ადამიანი (47%) საავადმყოფოდან გაწერეს. 7 (13%) გარდაიცვალა. 12-ს (23%) კი სერიოზული გვერდითი შედეგები დაუფიქსირდა, მათ შორის ორგანოების დისფუნქციის სინდრომი, სეპტიკური შოკი, თრკმელების დაზიანება.