-
2020-04-10 13:48
პაატა იმნაძის თქმით, აღნიშნული პირბადეები ფუნქციურად თავის დანიშნულებას ასრულებს. დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ქართულ ნაწარმს არც ვიზუალს უწუნებს.
"მერე შეიძლება დემნა გვასალიამ ასეთები გამოუშვას, იმიტომ, რომ ასეთი რაღაცები მოსწონს ხოლმე. მე ვიზუალსაც ვერაფერს ვუწუნებ. დღევანდელი თაობა განებივრებულია პირბადეების ნაირსახეობით, რომლებიც არსებობს ბაზარზე, რომელიც იყო მსოფლიოში. მსოფლიოში დღეს ყველგან დეფიციტია. მე, რომ იაპონიის პრემიერ-მინისტრი ვნახე პირბადით, ამის დიზაინი უკეთესია," - განაცხადა პაატა იმნაძემ და აღნიშნა, რომ მისი სამსახური მსგავსი ნიღბებით მუშაობდა და ქართული წარმოების პირბადეები ყველა სტანდარტს შეესაბამება.