-
2020-04-10 11:38
გადაცემა "სხვა რაკურსში" გასულ კლიპს დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
აღმოჩნდნენ ისეთებიც, რომლებმაც კლიპს კრიტიკული შეფასება მისცეს. სწორედ მათ ეხმაურება
მომღერალი თემურ თათარაშვილი და სოციალურ ქსელში სტატუსს წერს:
"გუშინ კლიპის ეთერში გასვლის შემდეგ უამრავი აზრი გამოითქვა. ზოგს მოსწონს ზოგს არა. ზოგმა 9 აპრილს დაუკავშირა ოღონდ რატო ვერ მივხდი , თუ იმიტომ რო 9 რიცხვში გავიდა ეთერში ? მოკლეთ რისი თქმაც მინდოდა გეტყვით. ალბათ ადრე გავბრაზდებოდი ჩემებურათ და დავიწყებდი პასუხის გაცემას თითეულზე მაგრამ იმის მერე რაც ჩვენს გმირ ექიმებზე , მათზე ვინც ზრუნავს ჩვენზე ქილიკობენ და ლანძღავენ ეს მანქურთები როგორც ოქიტა იტყოდა რა არის გასაკვირი რომ ჩვენც გვლანძღონ და გვაგინონ. მოკლეთ ყველას აქვს თავისი აზრი და წერეთ და იკითხეთ !!!!!! ჭიტა ,ხო და მთავარი დამავიწყდა მეთქვა.შევდივარ მათ გვერდზე რო ვნახო ასეთი მაღალი გემოვნების რა ხალხი გვლანძავს და რომ ვხედავ ვისი ფოტოები უდევთ ყველაფერი გასაგები ხდება .ხვდებით ალბათ ვინ ყავთ ხატად "-წერს თათარაშვილი.