
ათონის მთა მომლოცველებისთვის 20 აპრილამდე დაიხურა.ამის შესახებ ინფორმაციას orthodoxtimes ავრცელებს.
მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის დღესასწაულს 19 აპრილს აღნიშნავს. შესაბამისად, ათონის მთა მომლოცველებისთვის სააღდგომოდაც დახურული იქნება.
ვიზიტორებისთვის ათონის მთის დახურვის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც მონასტრის რამდენიმე ბერს კორონავირუსი დაუდასტურდა.