
აშშ-ში კორონავირუსით 1 973 ადამიანი გარდაიცვალა. აღნიშნულს ცხადყოფს ჯონს ჰოპკინზის უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები.
აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების სულ 430 376 შემთხვევა დაფიქსირდა, 14 739 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 23 707 გამოჯანმრთელდა. 7 აპრილს აშშ-ში კორონავირუსით 1 939 ადამიანი გარდაიცვალა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.