
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის მეორე შემთხვევა გამოვლინდა-ინფიცირებულის ჯანმრთელობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.
როგორც საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები აცხადებენ, პირველი ინფიცირებულის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. ის გაგრის მცხოვრებია, მოგზაურობის ისტორია კი, მოსკოვს უკავშირდება.
საქართველოში კორონავირუსი 214 ადამიანს დაუდასტურდა.