
„ევროვიზიის“ ორგანიზატორებმა კონკურსის თაყვანისმცემლებს ონლაინ-შოუში Eurovision: Europe Shine
A Light მონაწილეობის მიღებას სთავაზობენ. ინფორმაცია კონკურსის Twitter-ზე გამოქვეყნდა.
განცხადების თანახმად, ამისთვის მაყურებელმა ჯონი ლოგანის სიმღერა What's Another Year უნდა
შეასრულონ და ჩანაწერი ორგანიზატორებს გაუგზავნონ. საუკეთესო რგოლები კი 16 მაისს, კონცერტის
დროს ეკრანზე გამოჩნდება. მსურველებმა კონკურსის სიმბოლიკის შემცველი კოსტიუმი უნდა
მოირგონ და ოთახში სათანადო ატმოსფეროც უნდა შექმნან.