
ოკუპირებულ აფხაზეთში, სოხუმის საავადმყოფოში 2005 წელს დაბადებული მოზარდი გარდაიცვალა. Sputnik Abkhazia-ს ინფორმაციით, მოსახლეობის კორონავირუსისგან დაცვის ე.წ.ოპერატიული შტაბი გარდაცვლილს კორონავირუსზე შეამოწმებს.
„2020 წლის 7-8 აპრილს, 00:10 სთზე, აფხაზეთის მოქალაქე, დაბადებული 2005 წელს შემოყვანილი იქნა რესპუბლიკურ საავადმყოფოში. პაციენტი იმყოფებოდა განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში, პოლიორგანული უკმარისობით. ის დაუყოვნებლივ იყო მოთავსებული საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, სადაც მიუხედავად გადაუდებელი თერაპიისა, ის სამწუხაროდ, გარდაიცვალა“, - ნათქვამია კორონავირუსთან ბრძოლის ე.წ. შტაბის მიერ გავრცელბულ განცხადებაში.
ოპერატიულ შტაბში" ამბობენ, რომ მოზარდი შშმ პირი იყო, ქრონიკული დაავადებებით.