
ავიამზიდ „შარლ დე გოლის“ ეკიპაჟის წევრებს COVID 19-ის სიმპტომები გამოუვლინდათ.
სიმპტომები 40-მდე მეზღვაურს აღენიშნება, ისინი მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. შექმნილი
ვითარების გამო ავიამზიდი პორტში ბრუნდება.
ამის შესახებ South China Morning Post-ი წერს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.