-
2020-04-07 17:19
ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ „მაესტროს“ ეთერში კორონავირუსით ინფიცირებულის სახლის პირობებში მკურნალობა განმარტა.
მისივე თქმით, სახლში მკურნალობა არ ნიშნავს პაცინეტის ბინაზე დატოვებას და ოჯახის წევრებთან ყოფნას.
„ჩვენ, ევროპის მსგავსად, არ ვგულისხმობთ ამ ადამიანების სახლში მკურნალობას, ჩვენ ვგულისხმობთ მათ საკარანტინო ზონებში განთავსებას, რაც თავისთავად გულისხმობს გაცილებით მეტ ვალდებულებას და პასუხისმგებლობას, რომელიც სახელმწიფოს და ექიმების მხარეს გადმოგვაქვს. ამ დროს არის უფრო კონკრეტული ზედამხედველობა ამ პაციენტებზე. ასევე ჩვენ ამ კომპონენტით ვზრუნავთ იმ პაციენტების ოჯახის წევრებზე, რომლებიც სახლში იმყოფებიან და ინფიცირებულები არ არიან. ევროპასა და სხვა ქვეყნებში ამის პრაქტიკა ფართოდაა გამოყენებული, იქ ამ ადამიანებს ეძლევათ კონკრეტული რეკომენდაცია და თავიანთ ოჯახის წევრებთან ერთ სახლში ცხოვრობენ, რომელიც გარკვეულწილად ოჯახის წევრებისთვის რისკს ქმნის“, - აღნიშნა მინისტრმა.