
სომხეთში კორონავირუსი ბოლო 24 საათში 20 ადამიანს დაუდასტურდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 853-მდე გაიზარდა. ინფორმაციას სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს ნაციონალური ცენტრი ავრცელებს.
ბოლო მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსმა 8 ადამიანი იმსხვერპლა, განიკურნა - 87. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 16 მარტიდან 14 აპრილამდე გამოცხადდა.