
ინფექციურ საავადმყოფოში ერთი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების დირექტორმა მარინა ენდელაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, კორონავირუსით ინფცირებული პაციენტების მდგომარეობა უფრო დამძიმდა. „ხანდაზმული 60 წელს გადაცილებული პაციენტი უფრო მეტია. სიმძიმემაც მოიმატა. კრიტიკული პაცენტები არიან მაგრამ აპარატზე გადაყვანას ვერიდებით. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ 86 წლის პაციენტი მდგომარეობიდან განოვიყვანოთ, “- განაცხადა ენდელაძემ.
ასევე მისი ინფორმაციით პაციენტების 2/3-ს პნევმონია აქვთ.
საქართველოში კორონავირუსისგან 39 ადამიანია გამოჯანმრთელებული.