
საქართველოში კორონავირუსისგან 39 ადამიანია გამოჯანმრთელებული. ინფორმაცია ამის შესახებ მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა.
კარანტინის რეჟიმშია 5 056 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 386.
საქართველოში კორონავირუსი 188 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 39 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 2 კი გარდაიცვალა.