
რთული წარმოსადგენია ახლო კონტაქტი ვეფხვთან ისე, რომ კორონავირუსი გადაედოს-ზურაბ გურიელიძის თქმით, გარკვეული ტიპის რეკომენდაციები თითქმის ყოველდღე მოდის.
„ჩვენ რა თქმა უნდა, კავშირი გვაქვს ზოოპარკების საერთაშორისო ასოციაციასთან და ზოოპარკების გარეულ ცხოველთა ვეტერინარების ასოციაციასთან - ყოველდღიურად მოგვდის ინფორმაცია, რა ზომები უნდა მივიღოთ, კერძოდ ის, რომ დაცული უნდა იყოს ჰიგიენა და მოვუაროთ ცხოველებს. ასევე - ნაკლები სტრესის ქვეშ უნდა იყვნენ ცხოველები, რადგან სტრესი აფერხებს იმუნიტეტს და დაავადებების გავრცელება უფრო მარტივია. თუმცა გურიელიძის თქმით, განსაკუთრებული მითითებები და რეკომენდაციები ჯერ არ მიუღიათ.
მისივე თქმით, ვეტერინარების მხრიდან დაკვირვება ცხოველებზე ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
„არამარტო კორონავირუსი არის სახიფათო, არსებობს სხვა დაავადებები, რომლისგანაც დაზღვეული არავინ არის. ამიტომ, მონიტორინგი ყოველდღიურად მიმდინარეობსარ შეიძლება, ერთი შემთხვევით ვიმსჯელოთ. ცოტა რთული წარმოსადგენია, როგორ უნდა მოხდეს ახლო კონტაქტი ვეფხვთან ისე, რომ ეს ვირუსი გადაედოს. ვეფხვი გაცილებით სახიფათო ცხოველია და მასთან ახლო კონტაქტი ფაქტობრივად შეუძლებელია. გაცილებით სახიფათო ვითარებაში შეიძლება აღმოჩნდეს ადამიანი, ვიდრე ვირუსის გადადებაა“, - განაცხადა ზურაბ გურიელიძემ „ტვპირველის“ ეთერში.