
აშშ-ში მსახიობი ლი ფიერო კორონავირუსით გარდაიცვალა.
მსახიობის გარდაცვალების ფაქტი Island Theatre Workshop-ის სამხატვრო ხელმძღვანელმა კევინ რაიანმა დაადასტურა.
მას პოპულარობა ცნობილ ფილმში „ყბები“ მონაწილეობამ მოუტანა.
ბოლო მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების 336 000 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 9 600 ადამიანი გარდაიცვალა. აშშ-ში პანდემიის ეპიცენტრი ნიუ-იორკია.