
ყაზახეთში კორონავირუსით ინფიცირებული 604 ადამიანიდან 120 ექიმია,ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
„ბოლო მონაცემებით გვყავს 120 ინფიცირებული ექიმი, 67 მათგანს უშუალო შეხება ჰქონდათ ინფიცირებულ პაციენტებთან. ერთი ინფიცირებული ექიმის მდგომარეობა მძიმეა“, - აცხადებს ქვეყნის მთავარი სანიტარული ექიმი აიჟან ესმაგამბეტოვა.
ყაზახეთში ამ დროისთვის კორონავირუსის 604 შემთხვევაა დაფიქსირებული. 6 ინფიცირებული გარდაიცვალა, 45 კი გამოჯანმრთელდა. ქვეყანში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.