
„ევროპული საქართველო“ მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნება უზრუნველყოს.
გიგა ბოკერიას თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლები მხოლოდ ბუნდოვანი პასუხით შემოიფარგლებიან და მოქალაქეების ასეთ შეყოვნებას ფრენების სირთულით ხსნიან.
„დისკუსია თვითმფრინავების „შოვნაზე“ სრულიად არაზუსტია,რადგან დღეს ფრენების შეჩერების გამო, თითქმის ყველა ავიაკომპანიისთვის მარტივია ასეთი შეკვეთის მიღება. სინამდვილეში პრობლემა ისაა, რომ საკარანტინე ადგილების დღევანდელი რაოდენობა არ არის საკმარისი მგზავრთა ნაკადის მისაღებად. დღეს საქართველოში კარანტინში 5 067 ადამიანია. ხელისუფლების მიერ აღებული ამ ტემპით, საქართველოს იმ მოქალაქების დაბრუნებას, ვისაც ამის სურვილი აქვს, მინიმუმ 2 თვე დასჭირდება, რაც სრულიად დაუშვებელია. ფაქტია, რომ სასწრაფოდაა დასაწყები საკარანტინე ადგილების მინიმუმ გაორმაგებისთვის მუშაობა“, - განაცხადა ბოკერიამ.