
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით 7-8 აპრილს აღმოსავლეთ საქართველოში, კავკასიის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან, ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელებაა მოსალოდნელი. 7 აპრილს ნალექი ბარში წვიმის, მთაში თოვლის სახით და ნისლი. 8 აპრილს ნალექი ,შესაძლოა, ბარშიც ზოგან თოვლის სახით აღინიშნოს.
8-9 აპრილს, ღამის საათებში,შიდა ქართლსა და კახეთში მოსალოდნელია ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება ბარში -2,-4, მთაში -4,-6 გრადუსამდე.
უარყოფითმა ტემპერატურამ შესაძლებელია ყვავილობის ფაზაში მყოფი ხეხილის და საშემოდგომო ხორბლის ნათესების დაზიანება გამოიწვიოს.