
ამერიკელი სენატორი ჯანმოს დირექტორის გადადგომას ითხოვს-ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია Fox News-ი ავრცელებს.
მისი განცხადებით, ჯანმოს გენერალური დირექტორი ხელს უწყობდა იმას, რომ ჩინეთს კორონავირუსის გავრცელების შესახებ რეალური მონაცემები დაემალა.
„არასდროს ვენდობოდი კომუნისტებს. ისინი მალავდნენ ვირუსს, რის გამოც აშშ-ში და მთელ მსოფლიოში უამრავი ადამიანი გარდაიცვალა. ჯანმომ უნდა შეწყვიტოს ჩინეთისთვის ხელის დაფარება. ტედროს ადანომ გებრეისუსი უნდა გადადგეს. ამ პრობლემის გადასაჭრელად რაღაც უნდა ვიღონოთ. მათი საქციელი უპასუხისმგებლო და უსინდისოა, ვინაიდან მთელ მსოფლიოში ათობით ათასი ადამიანი იხოცება“, - განაცხადა სენატორმა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.